Saturday, March 8, 2014

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

175- საჯარო სკოლა
 პროექტის სახელი:  მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

პედაგოგი -ცარო მაისურაძე



პროექტის იდეა: მოსწავლეები  გაეცნობიან
და აღწერენ საქართველოს ამ უნიკალურ
რეგიონს. უკეთ გაეცნობიან საკუთარი
ქვეყნის  ბუნებრივ-ანთროპოლოგიურ და ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას.

პროექტის აქტუალობა: პროექტის მოკლე აღწერა- საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იმოგზაურებენ ამ ულამაზეს კუთხეში მარშრუტით თბილისი-მცხეთა-ფასანაური-ჟინვალი-თიანეთი-თბილისი.  მოინახულებენ: ისტორიულ ძეგლებს, ბუნებრივ ქმნილებებს, ანთროპოგენულ რელიეფის ფორმებს. მოიძიებენ ინფონრმაციას რეგიონის კლიმატური, ჰიდროლოგიური, ფლორისტულ-ფაუნისტური კუთხით. შეადგენენ მარშრუტის მარტივ რუკას, მოიძიებენ დემოგრაფიულ ცნობებს: მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას , რელიგიურ შემადგენლობას, სიმჭიდროვეს, ურბანიზაციის დონეს, განსახლების თავისებურებებს(სოფლების რაოდენობას, მათ შორის გაუკაცრიელებულს.) ინტერვიუს აიღებენ ადგილობრივი მოსახლეობისაგან, წინასწარ შედგენილი კითხვარების საშუალებით- რესპოდენტები იქნებიან ძირითადად ხანდაზმული ადამიანები , შეაგროვებენ გამონათქვამებს, ლეგენდებს , მოინახულებენ შინამრეწველობის ნიმუშებს(ფარდაგებს) , დაგეგმავენ კუთხის ტურისტული განვითარების პრიორიტეტებს , მოიძიებენ დაცულ ტერიტორიებს , იმსჯელებენ წერილობით რეგიონის მდგრადი განვითარების შესახებ .
პროექტის მიზნები
: გამოუმუშავდებათ: თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების უნარი , კომუნიკაციის უნარი , დამოუკიდებელი მუშაობის უნარი , წიგნთან მუშაობის უნარი და თანამედროვე ტექნოლოგიურ აპარატურებთან მუშაობის უნარი .
მონაწილეთა ასაკი:
IX კლასი (175 -ე საჯარო სკოლა)
 ვადები( ხანგრძლივობა ) :
15/03 – 15/05  2014 წელი  
 მოსალოდნელი შედეგები (პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში ) : მოსწავლეები დაადგენენ რეგიონის ადგილმდებარეობას , შეისწავლიან ბუნებრივ კომპონენტებს და მოიძიებენ ფოტომასალებს. შექმნიან: ალბომებს,  საპრეზენტაციო ფორმატებს , ვიდეო მასალას , სლაიდ შოუებს , ვებ- გვერდს, ბლოგს.
გაეცნობიან რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობას , ისტორიულ წარსულს და მეურნეობის დარგებს


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ფიზიკური , ეკონომიკური, პოლიტიკურ ადმინისტრაციული რუკები , ატლასები , საქართველოს დიდი ატლასი, სახელმძღვანელო გეოგრაფია მეცხრე კლასი, გამომცემლობა ,, ბაკურ სულაკაური ‘’ ავტორი მაია ბლიაძე, გ. ჭანტურია, თ. კერესელიძე . ისტის საშუალებები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) :  ჯგუფების შექმნა ( მოსაძიებელი მასალის გადანაწილება) სამუშაო ვადების დადგენა , მშობელთა დახმარებით ექსკურსიისათვის მზადება.
 საგნებთა/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : გაიღრმავებენ ცოდნას გეოგრაფიაში , ისტორიაში , ბიოლოგიაში , ხელოვნებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში .


  ჩვენი მიწა-წყალი


გეოგრაფია  
მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა, აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 მეტრის და 5000 მეტრის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთი – ჯვრის უღელტეხილით, რომელიც განუმეორებელი სილამაზის საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, საქართველო ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა. საქართველოს ეს მშვენიერესი პროვინციააღწერილი აქვთ, როგორც გამოჩენილ ქართველ პოეტებსა და მწერლებს ისე მრავალ უცხოელ მოგზაურს.









პოეტების  შთაგონების წყარო
ბუმბერაზი
მყინვარწვერი





                                 ი    ს   ტ    ო    რ   ი    ა
მცხეთა იყო საქართელოში ქრისტიანობის
გავრცელეის აკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი XII საუკუნემდე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, როგორც სასაზღვრო ზოლი, რომელიც უმკაცრესი პირობების მიუხედავად იცავდა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს, დღემდე რჩება საუკუნეებით ჩამოყალიბებული ადათ-წესების დამცველად. მთელი რიგი პროვინციები: ხევი, პირიქითა ხევსურეთი მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო წელიწადის უმკაცრეს ზამთრის თვეებში მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გმირობა, რომლითაც გამოირცეოდა ამ პროვინციების მოსახლეობა, მათ მიერ გადატანილი ბრძოლები და შესრულებული როლი საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრები.










ძველი და ახალი არქიტექტურა ჰარმონიულად არის შერწყმული საოცარ ბუნებასთან




სამუშაო ენა :  ქართული
ხელმძღვანელი :  ცარო ხორბალაძე- მაისურაძე .
 ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: 
caro.maisuradze@gmail.com
 
პროქტის ვებ- გვერდი : http://caromaisuradze.blogspot.com/